ცხადდება კონკურსი
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
- 2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის /გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 30 ნოემბერიდან – 4 დეკემბერის ჩათვლით, მისამართზე: social@tsu.ge
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 9 დეკემბერს 10:00 სთ.
აპელაცია: 9 დეკემბერს 17:00 სთ. (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 10 დეკემბერს
გისურვებთ წარმატებებს !